თინათინ თიაბაშვილი

(საფა) პრეზიდენტი
ჩემ შესახებ

იუნგიანელი ანალიტიკოსი
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

2016 წელს მიიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში 2007-2016 წლებში მუშაობდა მოწვეული ლექტორის პოზიციაზე.

2014 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოს უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის სოციალური სკოლის პროფესორი.

2009 წლიდან მონაწილეობდა ქართულ-შვეიცარიულ პროექტში „ნერგი“, რომლის ფარგლებში შეისწავლა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდი მითოდრამა.  2012 წლიდან არის მითოდრამის დიპლომირებული სპეციალისტი. ამავე მეთოდის ეფექტიანობის კვლევას ეთმობა მისი სადოქტორო ნაშრომიც, ისევე როგორც სტატიები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

2013 წლიდან არის ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) კანდიდატი წევრი, ხოლო 2019 წლიდან ამავე ასოციაციის ინდივიდუალური წევრი.

2010 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი, ხოლო 2021 წლიდან – ამავე ასოციაციის პრეზიდენტი.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია