საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია

ჩვენ შესახებ

საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია (საფა) წარმოადგენს იუნგიანელი ანალიტიკოსების საზოგადოებას

საფა-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ანალიტიკური ფსიქოლოგიის დანერგვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. ასოციაციის შემადგენლობაში ცამეტი იუნგიანელი ანალიტიკოსი ერთიანდება, რომელთაც ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) ტრეინინგ-პროგრამის გავლის შემდეგ გადაეცათ იუნგიანელი ანალიტიკოსის საერთაშორისო დიპლომი. ანალიტიკოსებთან ერთად ასოცაიციის შემადგენლობაში შედიან კანდიდატი წევრები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო იუნგიანურ ტრეინინგ-პროგრამაში.

2022 წელს ბუენოს-აირესში ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო კონგრესზე საფა გახდა IAAP-ს ჯგუფი წევრი. IAAP-ს ჯგუფი – წევრობა ასოციაციისთვის ნიშნავს, რომ ის ეყრდნობა და იზიარებს იმ თეორიულ, პრაქტიკულ და ეთკურ ღირებულებებს, რასაც მოცემული ასოციაცია ატარებს და შეაქვს წვლილი ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარებასა და გავრცელებაში.

“ყველაფერს, რაც გვაღიზიანებს სხვებში, საკუთარი თავის შეცნობამდე მივყავართ”

კ. გ. იუნგი

სიახლეები

ბოლო სიახლეები

13 ნოე

ბარბარა მილერის ვიზიტი

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, ჩვენი ასოციაციის სტუმარი, იუნგიანელი ანალიტიკოსი, ქ-ნი ბარბარა მილერი, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: “Helpful Thoughts – Helping Spirit”, რომელიც იუნგის “შვიდი ქადაგება მიცვალებულთათვის” (“The Seven Sermons to the Dead”) მოტივებს ეყრდნობა. აღნიშნული თავი შესულია არა მარტო წითელ წიგნში, არამედ იუნგის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში “მოგონებები, სიზმრები, ფიქრები”. გიზიარებთ, ბარბარა მილერის, მიერ გადმოგზავნილ აბსტრაქტს: C.G. Jung […]

იხილეთ მეტი
23 აგვ

ფსიქოანალიტიკოს იორამ ინსპექტორის საჯარო ლექცია

საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 სექტემბერს, 14:00 საათზე G 106 აუდიტორიაში გაიმართება იორამ ინსპექტორის მოხსენება თემაზე: “ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” (იოანე, 8:7) – ბოროტება იუნგიანური პერსპექტივიდან. იორამ ინსპექტორი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, იუნგიანელი ანალიტიკოსი, ლონდონის წმ. მარკოზის ჰოსპიტალის ფსიქოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც გასტროინტესტინალური დაავადებებისა და […]

იხილეთ მეტი
26 ივნ

ბერნარდ სარტორიოსის ვიზიტი

29 ივნისს საფა-ს ეწვევა იუნგიანელი ანალიტიკოსი ბერნარდ სარტორიუსი. ვიზიტის ფარგლებში, იუნგიანელთა ასოციაციაში (ზ. ჭავჭავაძის 9), 29 ივნისს, 17 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია სახელწოდებით “Ora and Labora (Pray and Work)”.

იხილეთ მეტი