ჩემ შესახებ
იუნგიანელი ანალიტიკოსი
2022 წელს გახდა ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) ინდივიდუალური წევრი. 2013 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ასოციაციის წევრი.
2015 წლიდან ახორციელებს კერძო ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას ზრდასრულ ადამიანებთან.
2012 წელს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიური შეფასების, დიაგნოსტიკისა და კონსულტირების მიმართულებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი (თსუ).
2011-2016 წლებში იყო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” ფსიქოთერაპევტი, თანადამფუძნებელი. ცენტრში ატარებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას. ამავე პერიოდში მუშაობდა განათლების სამინისტროში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სპეციალისტად და ტრენერად.
2014-2016 წლებში მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision”-ში ფსიქოლოგ-კონსულტანტად ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე, სარეაბილიტაციო პროგრამების თანაავტორად.
2013-2015 წლებში მუშაობდა ა.ო. “ფსიქოლოგ-კონსულტანტთა ასოციაციაში”, ყოფილი მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო პროგრამაში ფსიქოლოგ-კონსულტანტად.
2013-2015 ადიქტოლოგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2009–2010 წლებში მუშაობდა ასოციაცია „ნდობის“ კრიზისული დახმარების ცხელ ხაზზე ფსიქოლოგ-კონსულტანტად.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: tatonoz15@gmail.com
- ტელ.: +995 577 53 40 40