სოფიო ჭანტურიშვილი

ჩემ შესახებ

იუნგიანელი ანალიტიკოსი

ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაგისტრის ხარისხს კონფლიქტების მართვის მიმართულებით იგივე უნივერსიტეტში, არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერული კვლევების მაგისტრი და ლონდონის ქინგს კოლეჯის მაგისტრი გუნება-განწყობის აშლილობების სპეციალობით.
2004-2007 წლებში მუშაობდა ფსიქოლოგად წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილტაციის ცენტრში „ემპათია“, 2016-2020 წლებში იყო ლექტორის ასისტენტი და მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში. ასევე აქვს სოციალური და მარკეტინგული კვლევების მიმართულებით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.
2009-2013 წლებში მონაწილეობდა ქართულ-შვეიცარიულ პროექტში “ნერგი”, რომლის ფარგლებში შეისწავლა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდი “მითოდრამა” და მუშაობდა ამავე მეთოდით. არის მითოდრამის დიპლომირებული სპეციალისტი, აქვს აღნიშნული მეთოდის სასწავლო ტრენინგების ჩატრების გამოცდილება.
2012 წლიდან მუშაობს ფსიქოთერაპევტად და იუნგიანურ ანალიტიკოსად, 2019 წლიდან თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“.
არის საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის (საფა) ძირითადი წევრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) ინდივიდუალური წევრი.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია