რევაზ (რეზო) კორინთელი

ჩემ შესახებ

იუნგიანელი ანალიტიკოსი

რევაზ (რეზო) კორინთელი – ფსიქიატრი, დიპლომირებული იუნგიანელი ანალიტიკოსი, სერტიფიცირებული ჯგუფური ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობის 35 წლიანი სტაჟით. მუშაობს ამბულატორიის პირობებში და აქვს კერძო პრატიკა. 2001 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 1994-1996 წლებში ეუფლებოდა ანალიტიკურ ფსიქოლოგიას იუნგის ინსტიტუტში, კიუსნახტში – შვეიცარია, ხოლო 2002 წელს სტაჟირებაზე იმყოფებოდა პარიზში ფროიდისეული კვლევის ასოციაციაში – „ანალიტიკური სივრცე“. მონაწილეა 42 საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის. არის 46 სამეცნიერო სტატიის და ერთი ორტომიანი მონოგრაფიის, წიგნის (დინამიკური ფსიქიატრია სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის შესახებ) ავტორი. არის ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის (AGPA) საპატიო (Fellow) წევრი და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესის ასოციაციის (IAGP) გამგეობის წევრი და მდივანი. 2002-2021 წლებში იყო საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი. ამჟამად არის საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი.
მისი ინტერესების სფეროებია, სიღრმის ფსიქოლოგია და ჯგუფური ფსიქოთერაპია, სოციალური არაცნობიერი და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია