ჩემ შესახებ
ფსიქოლოგი, იუნგიანელი ანალიტიკოსი
2008 წელს მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (გაცვლითი სემეტრი – ზაარლანდის უნივერსიტეტში, ემპირიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) – ფსიქოლოგიის მიმართულება; 2011 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი – ფსიქოკონსულტირების მიმართულებით. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინტერდისციპლინური პროგრამა, ფსიქოლოგია.
2009 წლიდან-დღემდე – ქართულ-შვეიცარიული პროექტის, “ნერგი”-ს მონაწილე, რომლის ფარგლებში შეისწავლა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდი “მითოდრამა”; არის მითოდრამის დიპლომირებული სპეციალისტი; აქვს აღნიშნული მეთოდის სასწავლო კურსის და სუპერვიზიის ჩატარების გამოცდილება (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე).
2008-2024 წლებში იყო ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების მიმართულების ხელმძღვანელი (2010-2023 წწ.) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში; აქვს კრიზისული ინტერვენციის დაგეგმვის და განხორციელების და, ამავე მიმართულებით, ტრენინგების ჩატარების გამოცდილება – როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
2012 წლიდან აქვს პირადი პრაქტიკა (ფსიქოთერაპევტი, იუნგიანელი ანალიტიკოსი).
არის საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის (საფა) ძირითადი წევრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) ინდივიდუალური წევრი.
არის საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის (სჯფა) და ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის (AGPA) წევრი.
არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების ევროპის ქსელის (MHPSS EN) და MHPSS სამხრეთ კავკასიის რეგიონული ქსელის წევრი.
მიიღო მონაწილეობა კ. გ. იუნგის ავტობიოგრაფიული ნაშრომის „მოგონებები, სიზმრები, ფიქრები“ (“Erinnerungen, Träume und Gedanken”) თარგმნასა და რედაქტირებაში.
არის სტატიის „Mythodrama Group Psychotherapy Method, ıts Basic Principles and Practical Use with Children and Adolescents“ თანაავტორი.
ნათარგმნი აქვს ჰელენ ჰიორნი-იუნგის წიგნი – „ქალისიერის ხატი“ („Das Bild des Weiblichen”).
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: ninukasiradze@yahoo.de
- ტელ.: +995 593 33 64 04