ნინო მენთეშაშვილი

ჩემ შესახებ

იუნგიანელი ანალიტიკოსი

2001-2005 ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005-2007 ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011-2013 წლებში ა(ა)იპ საქართველოს ხელოვნებით თერაპიის კავშირის სასწავლო კურსი ხელოვნებით თერაპიაში, სერტიფიცირებული ხელოვნებით თერაპევტი. 2009-2013 ქართულ-შვეიცარულ პროექტის „ნერგი“ მონაწილე, ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდის მითოდრამის გამოყენება ბავშვებთან და მოზარდებთან, 2013 წლიდან მითოდრამის სერტიფიცირებული სპეციალისტი. 2017-2022 ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ სასწავლო ტრენინგ პროგრამის მონაწილე, 2022 წლიდან სერტიფიცირებული იუნგიანელი ანალიტიკოსი.
2019 წლიდან მუშაობს კერძო პრაქტიკის ფსიქოანალიტიკოსად. 2017-2022 წლებში მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში. 2014–2020 წლებში ფსიქოლოგი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში. 2009-2017 წლებში მითოდრამის მეთოდის გამოყენებით ჯგუფური მუშაობა ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფებთან სხვადასხვა დაწესებულებებში (მათ შორის ბავშვთა სახლებში, დღის ცენტრებში, სკოლებში, იძულებით გადაადგილებულთა და ეთნიკური უმცირესებობების დასახლებებში). 2009-2014 წლებში ფსიქოლოგი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, პედიატრიულ განყოფილებაში. 2008-2010 წლებში ფსიქოლოგი საქართველოს წითელი ჯვრის რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამაში.
საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ჯგუფის წევრი და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია