მარიამ ფანჯიკიძე
ჩემ შესახებ
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკური ფსიქოლპგიის საერთაშორისო ასოციაციის ინდივიდუალური წევრობის კანდიდატი
2017 წლიდან გახდა საქართველოს ანალიტიკური ასოციაციაციის წევრი. 2020 წლიდან ჩართულია IAAP-ს ანალიტიკური ფორმაციის პროგრამაში.
2015 წელს მიენიჭა ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიური კონსულტირების სპეციალობით (თსუ);
2015-2016 წლებში მუშაობდა პოსტსადოქტორო კვლევაზე, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია), ფსიქოლოგიის ინსტიტუტში.
2010 წლიდან დღემდე არის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე. 2015 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის პოზიციას.
2016 წლიდან ახორციელებს კერძო ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას ზრდასრულ ადამიანებთან (კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის და მოგვიანებით ანალიტიკური თერაპიის მიმართულებით).
2010 წლიდან არის საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების გამგეობის წევრი და ტრენერი.
2010-2013 წლებში მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტში „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. ჩართული იყო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების დაფუძნების პროცესში, რაც გულისხმობდა პროგრამების შექმნას, სპეციალისტების გადამზადებას, ყოფილ მსჯავრდებულებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული შეხვედრების განხორციელებას. ამავე წლებში გახდა ა/ო „ფსიქოლოგ-კონსულტანთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი. ორგანიზაციის პროექტები ეხებოდა პრობაციონერების და ყოფილი მსჯავრდებულების საზოგადოებასთან ინტეგრაციას.
2008-2009 წლებში ჩართული იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქოლოგიური დახმარების პროექტებში – ახორციელებდა კრიზისულ ინტერვენციას, შემდგომ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას (ორგანიზაციები: „ექიმები საზღვრებს გარეშე“, „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“, „საქართველოს ბავშვები“).
ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობდა 2003-2007 წლებში საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღში და მიუსაფარი ბავშვების თავშესაფარში. მოგვიანებით, 2014-2015 წლებში მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision” -ში ფსიქოლოგად, ტრენერად (მოზარდებთან) და სასიცოცხლო უნარების განვითარების პროექტის თანაავტორად. პარალელურად მუშაობდა აღმზრდელებთან, ისევ “World Vision”-ის და ბრიტანული ორგანიზაცია ევრიჩაილდის პროექტებში, რომელიც ბავშვთა ზრუნვის სერვისის და სისტემის გაძლიერებას ემსახურებოდა.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: marikapanjikidze@gmail.com; mariam.panjikidze@tsu.ge
- ტელ.: +995 557 53 86 22