ჩემ შესახებ
იუნგიანელი ანალიტიკოსი
დაიბადა ქალაქ თბილისში 1956 წელს. 1972 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის პირველი საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1977 დაამთავრა.
1983-86 წლებში გაიარა ასპირანტურის სრული კურსი დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში, კლინიკური ფსიქოლოგის სპეციალობით
1977 წლიდან -2011 მდე მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის „საქართველოს ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვევით ინსტიტუტში“ მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. პარალელურად, 1998-2011 წლებში მუშაობდა წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“- ფსიქოთერაპევტად. მის პაციენტებს წარმოადგენდნენ: დევნილები, იძულებით გადადგილებული პირები, ქალი პატიმრები და ყოფილი პატიმრები; ასევე ბავშვები და მოზრდილები სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ტრავმებით.
ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში არაერთხელ მივლინებულ იქნა ქალაქ მოსკოვსში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მ. განიუშკინის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში; მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში; ბავშვთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში; ასევე, ი. სერბსკის სახელობის ზოგადი და სასამართლო ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტში, ფიზიოლოგიური აფექტის დასადგენად, ექსპერტიზის ჩატარების მეთოდების შესასწავლად.
2000 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა იუნგიანური ანალიტიკური ჯგუფის ფორმირებასა და მუშაობაში. პარალელურად, მონაწილეობას იღებდა შვეიცარელი ანალიტიკოსის, ა. გუგენბულის მიერ შემუშავებული მეთოდიკის – „მითოდრამის“ 4-წლიანი კურსის შესწავლასა და დანერგვაში, პრაქტიკულ მუშაობაში პრობლემურ ბავშვებთან სკოლებსა და სხვადასხვა ჯგუფებში. აღნიშნული სერტიფიცირებულია „მითოდრამის“ დიპლომით.
2002წ დაარსდა საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია და იგი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი. ამ პერიოდიდან, ოფიციალურად ითვლებოდა სართაშორისო იუნგიანურ ანლიტიკოსთა ასოციაციის რუტერად, ქართული ასოციაციიდან. 2015 წელს დაიცვა დიპლომი ქ. ციურიხში და 2016 წელს ქ. კიოტოში, საერთაშორისო კონფერენციის პროცესში გადაეცა ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრობის დამადასტუტებელი სერტიფიკატი. დღეს, იგი სხვა კოლეგებთან ერთად, არის ქართული ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ბორდის წევრი.
2004 წლიდან დღემდე, ესწრებოდა იუნგიანური მიმართულების მრავალ საერთაშორისო და ევროპულ კონფერენციას.
გარდა პროფესიული საქმიანობის, მას აქვს გარკვეული საყვარელი შემოქმედებითი მიმართულებები, როგორიცაა ხატვა, კერვა, ქსოვა, კულინარია და მცენარეთა მოვლა- გამრავლება.
იგი დაოჯახებულია და ყავს ერთი შვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: manana-k@hotmail.com
- ტელ.: +995 593 25 61 41