მანანა დუდუჩავა

ჩემ შესახებ

იუნგიანელი ანალიტიკოსი

კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.
საერთაშორისოდ სერტიფიცირებული იუნგიანელი ფსიქოანალიტიკოსი 2017 წლიდან; სუპერვიზორი.
მუშაობს მოზრდილებთან.
„მაქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სხვადასახვაგვარი პრობლემის მქონე ადამიანებთან: მიმუშავია ფსიქიატრიულ კლინიკაში, როგორც მკვლევარ-დიაგნოსტს, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში, მოზრდილებთან და ბავშვებთან, როგორც ფსიქოლოგს.
90-იანების ბოლოდან ვიყავი მოხალისეთა ჯგუფში, რომელიც „სწავლობდა იუნგს“. 2004-დან მოგვეცა შესაძლებლობა, საერთაშორისო სასწავლო პროექტის ფარგლებში გაგვევლო მომზადება და აუცილებელი პირადი ანალიზი. პიროვნული ცვლილებების საკუთარმა გამოცდილებამ და ანალიტიკურმა პრაქტიკამ დამარწმუნა პიროვნილი ტრანსფორმაციების შესაძლებლობაში, ხოლო ხანგრძლივმა პროფესიულმა მომზადებამ დამანახა გზები ამის მისაღწევად.
მე იუნგიანელი ვარ, რადგან იუნგის შეხედულებებმა ყველაზე სრულად დაიტია ჩემი ინტერესები და უპასუხა ჩემს კითხვებს ადამიანის და ადამიანურის, კულტურისა და ცივილაზაციის რაობაზე.
ვიცი, თერაპიული თანამშრომლობის პროცესში როგორ ღრმავდება კავშირი საკუთარ არაცნობიერთან და შედეგად, აღმოჩენილი ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები იძლევა საკუთარი თავის უკეთ შეცნობის და ძველი ტრავმული გამოცდილების გადააზრების საშუალებას, ფსიქო-სომატურ ჩივილებში გარკვევის და მათი უკეთესად მართვის უნარს. ინდივიდუალური ფსიქიკა უფრო მყარდება, მთლიანდება და სულიერი წონასწორობა უფრო ხელშესახები ხდება.
ანალიტიკური ურთიერთობა გულისხმობს ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას დაცულ სივრცეში, შეფასებების გარეშე. პიროვნების შემოქმედებითი მხარე, სიზმრები, მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა არაცნობიერთან დიალოგში.
იუნგი წერდა, რომ წარმატების საწინდარი ამ პროცესში არის ანალიტიკოსის ცოდნა- გამოცდილება და ანალიზანდის მზაობა ცვლილებებისთვის, რასაც ძნელია, არ დავეთანხმო.“

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია