ჩემ შესახებ
იუნგიანელი ანალიტიკოსი
1982წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია- ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა ზოგადი ფსიქოლოგია, მაგისტრი. 1982-1986 წლ. მუშაობდა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში – კლინიკურ ფსიქოლოგად. 1986-2007 წლ. მუშაობდა საქრთველოს მეცნიერებათა აკადემიის, დ. უზძნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად. აქვს სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გამოცდილება. მონაწილეობდა რეგიონულ და საერთაშორისო კვლევაში „ეთნოკონფლიქტების სემანტიკა“.
1998 წლ. იმყოფებოდა ციურიხში, კ.გ.იუნგის ინსტიტუტში (ერთთვიანი კურსი აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელთათვის).
2001-2014 მუშაობდა ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ „ნდობაში“, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ტრენერი, კონსულტანტი ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ მშობლებთან.
მიუღია მონაწილეობა არაერთ პროექტში, რომლის მიზანი იყო კრიზისში მყოფი (ომის შემდგომი ტრავმა) ადამიანების დახმარება.
2002 წლიდან არის თანადამფუძნებელი საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის. 2003 წლიდან საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის განვითარების ჯგუფის წევრი.
2019 წლიდან საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის (IAAP) ინდივიდუალური წევრი. არის სერთიფიცირებული სპეციალისტი მითოდრამის მეთოდში (ჯგუფური თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან). 2013 წლიდან მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ კონფერენციებსა და კონგრესებში. მშობლიერის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: tamunacharelishvili@yahooo.com
- ტელ.: +995 593 97 00 12