ჩემ შესახებ
ანალიტიკური ფსიქოლპგიის საერთაშორისო ასოციაციის ინდივიდუალური წევრობის კანდიდატი
თამარ თუშაბრამიშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზოგადი ფსიქოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთი წლის მანძილზე მუშაობდა ინგლისურენოვან გაზეთში „Financial”. 2008 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა ადგილობრივი დასაქმების ცენტრში ადამიანური რესურსების მიმართულებით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2008 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა საქველმოქმედო ფონდში „ერთგულება“, რომლის მთავარი მიზანი იყო მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა და პარალელურად ხელმძღვანელობდა დასაქმების ცენტრს ასევე ადამიანური რესურსების განხრით.
2016 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ასოციაციის (საფა) წევრი, ხოლო 2020 წლიდან გახდა ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) კანდიდატი წევრი და ჩაერთო ინტენსიური ტრენინგ ანალიზის პროგრამაში, 2020 წლიდან ეწევა ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ საქმიანობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: tamuna.tushabramishvili@gmail.com
- ტელ.: +995 577 41 44 33