ეკატერინე იაშვილი

ჩემ შესახებ

ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ინდივიდუალური წევრობის კანდიდატი

1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. 11 წელი მუშაობდა საქართველოს გვირაბმშენში ინჟინრად.
2011 წელს დაამთავრა ნიუ იორკის საერთაშორისო კოლეჯი. გადაეცა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის კომბინირებული MA/BA დიპლომი, MSW სოციალური მუშაკის და ზოგადი კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით.
2016 წლიდან კლინიცისტი და ფსიქოთერაპევტი პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიაში. მრავალწლიანი თერაპიული სამუშაო გამოცდილება შემდეგი მიართულებით: ინდივიდუალური, წყვილების, ჯგუფური, ოჯახური თერაპია შესაბამისი შეფასებით და თერაპიული ურთიერთობის უზრუნველყოფით, ფსიქიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლ პაციენტებთან, ნივთიერებაზე დამოკიდებულ და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან .
2020 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სერთიფიკატი გადაეცა სტრესის მიმართ გამძლეობაში.
2020 წლიდან ფსიქოლოგიური დახმარების ქეისების მენეჯერი „კოვიდ -19 კრიზისის ცენტრი“ ამერიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
2017 წელს გადაეცა CBT, DBT, CBH სერთიფიკატები ფილადელფიის უნივერსიტეტიდან .
2014 წლიდან ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოცოაციის AGPA წევრი. ამავე ორგანიზაციიდან წამოწყებული 2017 წლის მიმდინარე პროექტის „ჯგუფური თერაპიის განვითარება საქართველოში“ აქტიური თანამონაწილე.
2017 წლიდან AGPA ჯგუპური თერაპევტის წოდების სერთიფიცირებაში მიმდინარე ჩართულობა.
2004 წლიდან ნიუ იორკში ასოციაცია „ თვისტომი“ს თანაგუნდელი და სამედიცინო ჯგუფის წევრი.
2001-2006 წლებში „საქართველო ამერიკის ფონდის“ კოორდინატორი ნიუ იორკში. ფონდს ყავდა ამერიკელი ექიმების ჯგუფი , რომლებმაც ათასობით უფასო ოპერაცია ჩაატარეს საქართველოში. დახმარებას უწევდნენ მედიკამენტებით და ტექნოლოგიური საშუალებებით ქვეყანაში არსებულ სამედიცინო მომსახურეობის ჯგუფებს და ობიექტებს.
2022 წელს საზეიმო პროექტში გადაეცა საპატიო ჯილდო თბილისის მერიისგან და დიპლომი „დიასპორის სახლისგან“ თანამემამულეების მხარდაჭერისთვის და საქართველოს პოპულარიზაციისთვის.
2020 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ასოციაციის წევრი GAAP.
2021 წლიდან ჩაერთო IAAP ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ინტენსიური ტრეინინგ-ანალიზის კურსში.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია