ჩემ შესახებ
იუნგიანელი ანალიტიკოსი
გიორგი გელეიშვილი დაიბადა 1979 წლის 12 ივნისს. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. არის ექიმი ფსიქიატრი და იუნგიანელი ანალიტიკოსი.
2002 წლის შემდეგ მას უმუშავია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლინიკური ფსიქიატრია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ორგანიზება და სხვა.
საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი არის 2002 წლიდან.
ბოლო წლების მანძილზე იგი ჩართულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარების პროცესში. ამავე დროს, აწარმოებს ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: geleishvili.giorgi@gmail.com
- ტელ.: +995 599 11 03 53