ჩემ შესახებ
იუნგიანელი ანალიტიკოსი
ირინე თავბერიძე არის პრაქტიკოსი ფსიქოლოგი 25 წლიანი გამოცდილებით. მან თავისი კარიერა დაიწყო როგორც უმცროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა (1982-1991) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის კათედრაზე. 1998 წლიდან ი. თავბერიძე ახორციელებს კერძო ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. 2006 წლიდან ის არის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი “მწვანე სახლის” თანადამაარსებელი, რომელიც ფუქნციონირებს საფრანგეთის ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაცია “Espace Analytique”-თან მჭირდო თანამშრომლობით. 2010 წლიდან ი. თავბერიძე ჩართულია როგორც ფსიქოთერაპევტი ჯგუფურ თერაპიაში (ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფური ფსიქოთერაპია “მითოდრამა”).
ირინე თავბერიძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტის მაგისტრი (1982). მას მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგ კურსებში ბავშვის ფსიქოანალიზის თემატიკაზე (2001-2004), რომელიც ორგანიზებულია ფრანგი ფსიქოანალიტიკოსებისა და ფსიქიატრების მიერ და ტრენინგში ოჯახის ფსიქოლოოგის თემაზე (2004). 1999 წლიდან ის გახლავთ საქართველოს კლინიკურ ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2002 წლიდან კი ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) საქართველოს განვითარების ჯგუფის წევრი / ანალიტიკოსი.
მშობლიური ენის გარდა, ი. თავბერიძე ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: irine_1960@hotmail.com
- ტელ.: +995599 37 65 80