ჩემ შესახებ
იუნგიანელი ანალიტიკოსი
2015 წლიდან დღემდე მუშაობს ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრში “მწვანე სახლი”. 2016-2018 წწ.
იყო მითოდრამის საერთაშორისო პროექტი „ნერგის“ მონაწილე.
თავდაპირველი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიიღო ს.ს. ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, 1986-1991 წლებში.
2010 წელს მოსკოვის პრაქტიკული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მიღების და მოსკოვის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციასთან არსებული ქვიშის თერაპიის (Sandplay), ფსიქოთერაპიის და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ტრანსპერსონალური არტ-თერაპიის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიური კორექციის, თამაშით თერაპიის კურსის გავლის შემდეგ მუშაობდა ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრში „ორანჟერეა“ (მოსკოვი) ფსიქოლოგად.
2013- 2015 წლამდე თბილისის #51-ე საჯარო სკოლაში – ფსიქოლოგად, Sandplay თერაპევტად.
2012 წლიდან საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი (GAAP).
2015 წლიდან საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის (IAAP) წევრობის კანდიდატი და ტრეინინგ პროგრამის მონაწილე 2015-2022 წწ., ხოლო 2022 წლიდან ამავე ასოციაციის ინდივიდუალური წევრი. ესწრება საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებს.
საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე ასოციაციის მთარგმნელობითი ჯგუფის წევრი.
მიიღო მონაწილეობა კ. გ. იუნგის წიგნის „მოგონებები, სიზმრები, ფიქრები“ თარგმანსა და რედაქტურებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: tsinadzeanna@gmail.com
- ტელ.: +995 555 318 464