საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 სექტემბერს, 14:00 საათზე G 106 აუდიტორიაში გაიმართება იორამ ინსპექტორის მოხსენება თემაზე: “ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!” (იოანე, 8:7) – ბოროტება იუნგიანური პერსპექტივიდან.
იორამ ინსპექტორი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, იუნგიანელი ანალიტიკოსი, ლონდონის წმ. მარკოზის ჰოსპიტალის ფსიქოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც გასტროინტესტინალური დაავადებებისა და აშლილობების მქონე პაციენტების ფსიქოლოგიური მკურნალობა და მხადაჭერა ხორციელდება, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კვებითი აშლილობების ფსიქიატრიაში.
იორამ ინსპექტორმა სამედიცინო განათლება მიიღო ბენ გურიონის და თელ-ავივის უნივერსიტეტებში, ისრაელში. მისი სამედიცინო სადოქტორო კვლევა სახელწოდებით “სხვა ადამიანის გული” ფოკუსირებული იყო გულის გადანერგვის ფსიქიატრიულ ასპექტებზე. თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ტრენინგის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ისრაელის იუნგიანურ საზოგადოებაში, გახდა ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ხოლო შემდეგ ლონდონის ანალიტიკური ფსიქოლოგიის საზოგადოებაში გააგრძელა ტრენინგი.